სანდრა ბალოკი და რაიან რეინოლდსი ახალ წელს ერთად შეხვდნენ - კვირის პალიტრა

სანდრა ბალოკი და რაიან რეინოლდსი ახალ წელს ერთად შეხვდნენ

შარშან სანდრა ბალოკი და რაიან რეინოლდსი საყვარელ ადამიანებს დაშორდნენ. სანდრამ ჯესი ჯეიმსი მიატოვა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ღალატობდა. მოგვიანებით კი რეინოლდსისა და მსახიობ სკარლეტ იოჰანსონის 2-წლიანი რომანიც ჩაიშალა.

რამდენიმე დღის წინ სანდრა და რეინოლდსი ერთად ნახეს: ახალი წლის ღამეს ტეხასის ქალაქ ოსტინში, რესტორან Bess Bistro-ში წყვილმა ერთად ივახშმა. მაშინვე გავრცელდა ხმა, რომ სანდრასა და რაიანსის ურთიერთობა უკვე მეგობრობაზე მეტია.

მეგობრები ამბობენ, რომ სანდრამ რაიანი ტეხასში მართლაც მიიწვია. ფილმ "წინადადების" გადაღებების დასრულების შემდეგ მსახიობები ერთმანეთს ხშირად ხვდებიან.

როგორც სანდრას ერთ-ერთი მეგობარი ამბობს, "ორივენი მარტოხელები არიან და ერთმანეთს ძალიან უხდებიან".

"ამბები.გე"