სილვიო ბერლუსკონიმ დაიფიცა, რომ კომუნისტ ქალებთან რომანი არასდროს ჰქონია - კვირის პალიტრა

სილვიო ბერლუსკონიმ დაიფიცა, რომ კომუნისტ ქალებთან რომანი არასდროს ჰქონია

იტალიის პრემიერ-მინისტრმა იტალიური ტელეკომპანიის ეთერში დაიფიცა, რომ მას კომუნისტ ქალებთან რომანი არასდროს ჰქონია.

სილვიო ბერლუსკონიმ კომუნისტურ იდეოლოგიას ყველაზე არაადამიანური და დანაშაულებრივი უწოდა და განაცხადა, რომ კომუნიზმის ნაყოფი არა მხოლოდ ტანჯვა და სასოწარკვეთილებაა, არამედ 100 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილი.

მისივე თქმით, ყოფილი კომუნისტები დღეს დიზაინერების სამოსსა და ფეხსაცმელს ატარებენ, ხიზილალასა და შამპანურს მიირთმევენ, თუმცა, რეალურად არ შეცვლილან. "ისინი მზად არიან მოწინააღმდეგის მიმართ ფაქტები გააყალბონ და დემონად გამოაცხადონ, ისე, როგორც ამას ჩემს შემთხვევაში აკეთებენ", - განაცხდა ბერლუსკონიმ.

"ამბები.გე"