"მედიაპალიტრის" განცხადება
08-06-2011
7 ივნისს "მედიაპალიტრის" 6 შპს-ში შემოსავლების სამსახურმა შემოწმება ერთდროულად დაიწყო; მათ შორის 4 კომპანიის საწყობები დაილუქა ინვენტარიზაციისთვის.
მედიაპალიტრა" არ არის საგადასახადო შემოწმების წინააღმდეგი ზოგადად, თუმცა ერთდროულად 6 სხვადასხვა შპს-ში მოულოდნელი შემოწმების დაწყება ლოგიკურად ბადებს ეჭვს და იწვევს შეშფოთებას, ხომ არ არის ეს მიზანმიმართული მცდელობა, მოხდეს მედიასახლზე გარკვეული ზეწოლა.
"მედიაპალიტრის" ჰოლდინგში შემავალი საინფორმაციო საშუალებები ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას, თუმცა დღეს დილით მაკონტროლებლების მუშაობის გამო იყო გარკვეული შეფერხებები გაზეთების (აღსანიშნავია, რომ ამ
სტამბაში "მედიაპალიტრის" გამოცემების გარდა, სხვა ჟურნალ-გაზეთებიც იბეჭდება) დისტრიბუციასთან დაკავშირებით.
"მედიაპალიტრა" წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც აერთიანებს, როგორც სხვადასხვა მედიასაშუალებებს (ბეჭდვური, ინტერნეტი, რადიო), ასევე, მათი მუშაობისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვან სამსახურებს (პრესის გავრცელების სამსახური, სტამბა, წიგნების გამომცემლობა, წიგნების მაღაზიათა ქსელი, ქაღალდისა და პოლიგრაფიული მასალების იმპორტიორი კომპანია და სხვა).
"მედიაპალიტრის"
სხვადასხვა სტრუქტურებში დღეისთვის დასაქმებულია ათასზე მეტი ადამიანი.
"მედიაპალიტრა" მადლობას უხდის ყველა ორგანიზაციასა და ადამიანს, რომლებმაც გამოხატეს თანადგომა ჩვენს მიმართ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით