პატრიარქი პრეზიდენტს შეხვდება და კანონის გაუქმებას მოსთხოვს
11-07-2011
წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ "კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პატრიარქი ილია II პირადად შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონის გაუქმებას მოსთხოვს. ამ კანონით კონფესიებს საჯარო იურიდიულ პირად დარეგისტრირების უფლება მიეცათ. პატრიარქი ასევე მოითხოვს საკითხი კი არ დაიხუროს, არამედ საზოგადოებრივი განხილვის საგნად იქცეს და კანონპროექტის ფორმირებაში ერმა მიიღოს მონაწილეობა.
წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, საპტარიარქოს ოფიციალურ განცხადებამდე განაცხადი გააკეთა მეუფე იობმა. მისი თქმით,  რელიგიური კონფესიების
შესახებ კანონის თაობაზე წმინდა სინოდმა მიიღო კომპრომისული გადაწყვეტილება, რომელიც წაადგება ქვეყანასა და ეკლესიას. თუმცა მეუფეს არ დაუკონკრეტებია სინოდის გადაწყვეტილება, რომელსაც საპატრიარქო, სავარაუდოდ,  მოგვიანებით გაახმაურებს. წმინდა სინოდის გადაწყვეტილების მოსასმენად საპატრიარქოსთან ასობით მოქალაქე შეიკრიბა.

(სპეციალურად საიტისთვის)

naTia
18 აგვისტო 2011 16:41
შე საცოდავო ევროპელო, ესეთი ცოფის წამალი სად გადაგაყლაპეს.ეკლესიაში სულ რომ არავინ მოგწონდეს,შე უღმერთო, ესე უნდა იმსჯელო? მოგეკითხება როცა იქნება, თუ ცოტა თვალი არ გაახილე. თვითონ უფალზე ხარ მწყრალად და ნუ გვაბოლებ, რომ სასულიერო პირების მანკიერებები გაწუხებს.მრცხვენია შენნაირი ქართველებიც რომ არსებობენ.
levani
22 ივლისი 2011 15:44
ევროპელი, ცოტა აზრზე მოდი და თავს თუ არ სცემ პატივს ხალხს და ეკლესიას ეცი პატივი
ვინ გაგზარდა ?
evropeli
20 ივლისი 2011 17:00
ჰა გაირკვა აქ ბოსი ვინ არის?!
ჩაგხადათ თუ არა ჯონ ბასმა წვერამოსილ მაფიოზებს :)
რუსებთან კი არ გაქვთ საქმე!მოინდომებთ დებოშს და მიშა ჩამოგკიდებთ თქვენივე ჯვრებზე!
გამომივიდენ აქ ერზე მზრუნავები,90% რომ შიმშილობს და უსაქმურად გდიან ის უქადაგეთ რომ ხელი გაანძრიონ და მეზობელს და სიმართლეს პატივი ცენ,21ე საუკუნეა ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანი უნდა იყოს წავიდა ეგ დრო,თან ჯიპებიც გინდათ,კარგად მოსუქებაც და სხვა ადამიანები,რელიგიები და მცნებები არ გინდათ აღიაროთ?
მაგრად ვიხალისე კუდამოდებული ძუგნა ძაღლებივით რომ დაგინახეთ ბოლოს და ბოლოს :)

რედაქტორის რჩევით