პატრიარქი პრეზიდენტს შეხვდება და კანონის გაუქმებას მოსთხოვს - კვირის პალიტრა

პატრიარქი პრეზიდენტს შეხვდება და კანონის გაუქმებას მოსთხოვს

წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ "კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პატრიარქი ილია II პირადად შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონის გაუქმებას მოსთხოვს. ამ კანონით კონფესიებს საჯარო იურიდიულ პირად დარეგისტრირების უფლება მიეცათ. პატრიარქი ასევე მოითხოვს საკითხი კი არ დაიხუროს, არამედ საზოგადოებრივი განხილვის საგნად იქცეს და კანონპროექტის ფორმირებაში ერმა მიიღოს მონაწილეობა.

წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, საპტარიარქოს ოფიციალურ განცხადებამდე განაცხადი გააკეთა მეუფე იობმა. მისი თქმით,  რელიგიური კონფესიების შესახებ კანონის თაობაზე წმინდა სინოდმა მიიღო კომპრომისული გადაწყვეტილება, რომელიც წაადგება ქვეყანასა და ეკლესიას. თუმცა მეუფეს არ დაუკონკრეტებია სინოდის გადაწყვეტილება, რომელსაც საპატრიარქო, სავარაუდოდ,  მოგვიანებით გაახმაურებს. წმინდა სინოდის გადაწყვეტილების მოსასმენად საპატრიარქოსთან ასობით მოქალაქე შეიკრიბა.

(სპეციალურად საიტისთვის)