ქართული საბრძოლო ხელოვნების ოსტატები
25-07-2011
მედიასახლის თანამშრომლებს მისი დახმარება ხშირად დაგვჭირვებია. ბაქარი "კვირის პალიტრაში" ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომელია, ანუ "აიტი" თანამშრომელი, როგორც ხშირად მოვიხსენიებთ ხოლმე. თუმცა ცოტას თუ უნახავს ის ჯაჭვის თავსაბურავითა და ხმლით ხელში, რა თქმა უნდა, სამსახურის მიღმა.

ბაქარი ქართული საბრძოლო ხელოვნების კავშირის წევრია. ძველი ქართული იარაღი, მებრძოლის აღჭურვილობა, სამოსი, საბრძოლო ხელოვნების ისტორია, ბრძოლის ელემენტები - ცნობები ამ ყველაფრის შესახებ საბრძოლო ხელოვნების კავშირში იყრის თავს და მომდევნო თაობებს გადაეცემა. ფართო აუდიტორიის წინაშე
კი საბრძოლო ხელოვნების კავშირი ცოტა ხნის წინ "არტგენის" ფესტივალზე წარდგა.

ბაქარ ნათენაძე - ფესტივალ "არტგენის" დასკვნით ეტაპზე გაიმართა ქალაქური კრივის მეორე ეტაპი მეოთხედფინალი, სადაც უკვე გადასული 8 KvirisPalitra.Geმონაწილედან გამოვლინდა ორი გამარჯვებული წყვილი. ფინალური შეხვედრა კი გვინდა გორგასლობას, 13 დეკემბერს დავამთხვიოთ და არმაზის ხეობაში, გორგასლის ნასახლარზე
გავმართოთ. მთავარი ბრძოლა გაიმართება ტიტულისთვის "მთავარი", რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ატარებს გამარჯვებული. სწორედ ფინალში გამარჯვებული უხელმძღვანელებს მთელი წლის განმავლობაში კავშირს. სხვათა შორის, ახლა ვქმნით ფედერაციას, რომელსაც "შავფაროსნები" ერქმევა. ამავე სახელით ჩვენ უკვე გადავიღეთ ერთი დოკუმენტურ-პუბლიცისტური ფილმი, რომლის პრეზენტაციაც 2008 წელს შედგა. აღსანიშნავია, რომ სიტყვა "შავფაროსნები" შემთხვევით არ აგვირჩევია: ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩაცმულობით და აღკაზმულობით ძალიან გავდნენ ხევსურებს. ისინი დაჯგუფებულნი იყვნენ მცირე რაზმებად, მტრებთან პარტიზანულ ბრძოლებს აწარმოებდნენ და საკმაოდ დიდ ზარალს აყენებდნენ მოწინააღმდეგეს.

- რამდენი კაცი ხართ გაერთიანებული კავშირში?

- კავშირში "ქართული საბრძოლო ხელოვნება" ათასზე მეტი წევრი ვართ. სხვათა შორის, გვყავს ბევრი ქალიბატონიც, რომლებიც საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ საქმეებს უძღვებიან. გვეხმარებიან საბრძოლო სამოსის, ხევსურული პერანგების შეკერვაში და დიდი წვლილი შეაქვთ ქართული საბრძოლო ხელოვნების აღორძინებაში. კავშირის ფილიალები გვაქვს ქუთაისში, ყაზბეგში, გორში, ბათუმსა და რუსთავში. მალე კახეთშიც გვექნება წარმომადგენლობა, სადაც ახალ კადრებს მოვამზადებთ. ხშირად ვმონაწილეობთ საქველმოქმდო ღონისძიებებში. ქართული საბრძოლო ხელოვნება ისეთი საქმეა, რამაც ქართული სული, გენი, ფოლკლორი, ენა, მამული და სარწმუნოება უნდა გააერთიანოს.

- საბრძოლო ხელოვნების შესწავლის გარდა, კავშირში ქართული საბრძოლო იარაღის დამზადებასაც ასწავლით?

KvirisPalitra.Ge- გვაქვს საბრძოლო ხელოვნების პატარა სახელოსნო, რომელიც ჩემი გაკეთებულია. უკვე გვყავს ისეთი ოსტატები, რომლებიც გაიწაფნენ ამ ხელოვნებაში. გვყავს ახალბედებიც, ისინი ახლა სწავლობენ ქართული იარაღის დამზადებას. ბევრი ქართული იარაღი აღვადგინეთ, ზოგიც წინაპრების დანატოვარი მოვიტანეთ სახლებიდან და გავაახლეთ, ბევრსაც ვეძებთ, ვიკვლევთ და შემდეგ ანალოგებს ვამზადებთ. თავის დროზე ქართული საბრძოლო ხელოვნების კავშირიც ასე ჩამოყალიბდა. ისტორიკოსებთან შეხვედრებისა და კონსულტაციების შემდეგ, კავშირის დამფუძნებლებმა სოფელ-სოფელ დაიარეს და ქართული ბრძოლის ხელოვნების ისტორიას, ელემენტების და იარაღის შესახებ ინფორმაციას უხუცესებისგან აგროვებდნენ.

KvirisPalitra.Geქართული კრივის რამდენიმე ისეთ რთულ ილეთს მიაკვლიეს, რომელთა შესრულება იმდენად რთულია, რომ მძაფრსიუჟეტიან ფილმებში გამოყენებულ სპეცეფექტებს ჰგავს. სწორედ ამ დაუღალავი შრომის შედეგია, რომ დღეს ქართული საბრძოლო ხელოვნება სრულყოფილი სახით აღდგა.

- საქართველოს ფარგლებს გარეთ თუ გაუწიეთ ქართულ საბრძოლო ხელოვნებას პოპულარიზაცია?

- უწმინდესთან ერთად კავშირის წევრები ფერეიდნელ ქართველებს შევხვდით, რომლებიც  ირანინდან სტუმრად იყვნენ ჩამოსულები. საბრძოლო ხელოვნების ელემენტებიც ავუხსენით. ძალიან გამახარა ინ ფაქტმა რომ ჩვენი მამების თაობის კაცებმა ჭიდაობაში ტოლი არ დაგვიდეს. ვაპირებთ ახლა ჩვენ ვეწვიოთ ფერეიდანს და ქართულ ფოლკლორთან ერთად, ქართული საბრძოლო ხელოვნებაც შევასწავლოთ იქაურ ქართველებს.

(სპეციალურად საიტისთვის)
lasha
08 სექტემბერი 2011 10:45
ვცხოვრობ თბილისში და დიდი სურვილი მაქვს მეც ამ თქვენი დიდი ოჯახის წევრი. მაიტერესებს თბილისში გაქვთ თუ არა ფილიალი და როგორ შეიძლება თვენთან დაკავშირება?
margal
27 ივლისი 2011 12:15
ძალიან მინდა გაწევრიანება და მაინტერესებს სამეგრელოში თუ აპირებენ ფილიალის გახსნას
ლაშა
26 ივლისი 2011 13:49
ძალიან საინტერესო თემაა, ბაქარის გარდა არც ვიცი სხვა ვინმე ვინც ასე ოსტატურად აცოცხლებს ძველებურ იარაღებს ანუ ამზადებს და გამოიყენებს

რედაქტორის რჩევით