მოვიცადოთ სექტემბრამდე. სომალიში ქართველთა ერთწლიანი ტყვეობა მთავრდება?!
26-08-2011

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სომალელი მეკობრეების ტყვე ქართველი მეზღვაურების ბედი ამ წუთებში წყდება და დღის ბოლომდე ცნობილი გახდება მოლაპარაკების შედეგი. სომალიში არიან როგორც ქართველი მეზღვაურების ადვოკატების, ასევე დატყვევებული თურქი მეზღვაურების წარმომადგენლები. ტყვე მეზღვაურების ოჯახის წევრები ამ თემაზე საუბარს თავს არიდებენ. ჩვენ ვცადეთ, დავკავშირებოდით დატყვევებული დავით დევაძის მამას, რომელიც თავად არის ამ მეზღვაურების დამსაქმებელი, როგორც საკრუინგო კომპანიის ხელმძღვანელი, მაგრამ უშედეგოდ.

კონფიდენციალური წყაროს ცნობით, რომლის ვინაობასაც მოლაპარაკების დასრულებამდე ვერ დავასახელბთ, სომალელ მეკობრეებთან

მოლაპარაკებაში აქტიურად არის ჩართული თურქეთის ხელისუფლება. განსხვავებით საქართველოს მთავრობისგან, რომელიც მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებოდა ხოლმე. მოლაპარაკებაში სწორედ თურქეთის ხელისუფლების ჩართვის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ ერთწლიანი ტყვეობის შემდეგ ქართველი მეზღვაურები შეიძლება გაათავისუფლონ.

სხვათა შორის, კონფიდენციალურმა წყარომ ისიც გვითხრა, რომ ჩვენი ხელისუფლების განცხადებები, რომელთაც ქმედითი ღონისძიებები არ მოჰყოლია,
მხოლოდ აფერხებდა მეკობრეებთან მოლაპარაკებას. როდესაც მეკობრეები გაიგებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ვითომდა აქტიურად იყო ჩართული მეზღვაურების გათავისუფლების საქმეში გამოსასყიდად დასახელებულ თანხას მნიშვნელოვნად ზრდიდნენ. როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლების დანაპირებმა თავად გამოცდილი გამომძალველებიც კი დააბნია და ეგონათ, ხელისუფლება თავის თავზე აიღებდა გამოსასყიდის გადახდას (მილიონებს კონცერტების მოწყობაში ხარჯავენ და 15 ქართველის სიცოცხლის გადასარჩენად როგორ დაიშურებენო, ფიქრობდნენ, ალბათ), მაგრამ გაწბილდნენ. ჩვენი წყაროს ცნობით, მთავრობის ვითომ ჩართულობამ მნიშვნელოვნად გააჭიანურა მეკობრეებთან მოლაპარაკება. სხვათა შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღევანდელი მოლაპარაკების მიმდინარეობის შესახებ არაფერი იცოდნენ და ჩვენგან შეიტყვეს. კითხვაზე, არის თუ არა ჩართული სახელმწიფო სომალელ მეკობრეებთან მოლაპარაკებაში, ასე გვიპასუხეს, ეგ საზღვაო დეპარტამენტის საქმეა და მათ მიმართეთო.

იმედია, დღევანდელი მოალაპარაკება ტყვეების გათავისუფლებით დასრულდება და მათი ოჯახის წევრები ამის შემდეგ მაინც ისაუბრებენ ხელისუფლების "მხარდაჭერასა" და "ჩართულობაზე" ამ საქმეში.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მეზღვაურების დატყვევებიდან თითქმის წელიწადი გავიდა. ბერძნული ტანკერი "ოლიბ ჯი", რომელიც ალექსანდრიის ნავსადგურიდან ინდოეთისკენ მიდიოდა, სომალელი მეკობრეების ტყვეობაში თავს 2010 წლის 8 სექტემბერს აღმოჩნდა. მას შემდეგ დატყვევებული ტანკერი სომალის აუღიარებელი სეპარატისტული ანკლავის, პუნტლენდის სანაპიროსთან დგას. 15 ბათუმელ მეზღვაურთან ერთად, სომალელთა ტყვეობაში სამი თურქი მეზღვაურიც არის.

ბოლო დროს დატყვევებულთა ოჯახის წევრებს პრესის წარმომადგენლებთან ურთიერთობას უკრძალავდნენ. ჩვენი ინფორმაციით, სომალელ მეკობრეებთან მოლაპარაკებაში ჩართული იყო ბათუმში მდებარე საკრუინგო კომპანიაც, რომელმაც მეზღვაურები დაასაქმა, ასევე, ბერძნული და თურქული მხარეები. აკრძალვაც ინფორმაციის გაცემაზე სწორედ მათ დააწესეს. მეზღვაურების ოჯახის წევრებიდან, ვინც აკრძალვას არ ემორჩილებოდა, მოლაპარაკების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას აღარ აწვდიდნენ. მეკობრეებთან მოლაპარაკების გასაიდუმლოების გამო უცნობია, რა თანხას ითხოვენ მეკობრეები. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში 15 მილიონიდან მილიონ დოლარზე ჩამოვიდნენ. ჩვენი ინფორმაციით, ამ თანხას გემის მეპატრონე არ გადაიხდის.

მალტის დროშით მცურავი "ოლიბ ჯი" იმ დღეს ბოლო რეისში მიდიოდა. ტანკერი ინდოეთის ნავსადგურ ალანგში ჯართად უნდა დაეჭრათ. ცოტა ხნის წინ ამ თემაზე დუმილი აფრიკულმა პოპულარულმა ინტერნეტგამოცემამ "სომალიარეპორტმა" დაარღვია. ჟურნალისტი დატყვევებული მეზღვაურების ოჯახის წევრების სახელით მიმართავდა მეკობრეებსა და ისლამისტურ ტერორისტულ ორგანიზაცია "ალ შაბააბს", გამოეჩინათ გულმოწყალება და გაეთავისუფლებინათ მეზღვაურები. ჟურნალისტის ინფორმაციით, მეკობრეებმა დაატყვევეს გემი, რომელსაც არა აქვს დაზღვევა, ტვირთი და არც მატერიალურ ფასეულობას წარმოადგენს. მისი მფლობელი "ფიო ვემტურე" ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში გაკოტრდა.

ამ წუთებში მეკობრეები მილიონს ელოდებიან, ქართველი ტყვეები კი ოჯახებში დაბრუნებას. მათ ახლობლებს იმედი აქვთ, რომ მოლაპარაკება კარგად დასრულდება.

25 აგვისტო. 15.30 სთ.

(სპეციალურად საიტისთვის)


26 აგვისტო:

სომალელი მეკობრეების ტყვეობაში მყოფი ქართველი მეზღვაურების გათავისუფლება ორი კვირით გადაიდო. ეს ინფორმაცია ჩვეთვის კონფიდენციალური წყაროს საშუალებით გახდა ცნობილი. რა თქმა უნდა ჩვენი, როგორც ჟურნალისტების უპირველესი მოვალეობაა, ჩვენს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია მივაწოდოთ მკითხველს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანების სიცოცხლე ჩვენთვის პროფესიულ მოვალეობებზე მაღლა დგას. დატყვევებული მეზღვაურების ახლობლების თხოვნით, ამ ეტაპზე მოლაპარაკების დეტალების გახმაურებისგან თავს შევიკავებთ. ერთადერთი, რისი თქმაც ახლა შეგვიძლია, ის არის, რომ ქართველ მეზღვაურებს ოჯახებში 15 სექტემბრისთვის ელოდებიან და დაზუსტებულ ინფორმაციასაც მაშინ მოგაწვდით.
და კიდევ: ჩვენი საიტის ერთ-ერთმა მკითხველმა დატყვევებული მეზღვაურების დასახმარებლად გახსნილი საქველმოქმედო ფონდის შესახებ იკითხა. ეს ფონდი მართლაც არსებობდა, მაგრამ შეგროვილი თანხა იმდენად მცირეა, რომ დასახელებადაც არ ღირს.

(
სპეციალურად საიტისთვის)

levani
29 აგვისტო 2011 07:23
თითოეული ადამიანის სიცოცხე სჰუპასებელია და ესე ახ...15 ადამიანის გადასარცჰენად,კურს არ იბერტკენ,აბა ვინმე ცჰინოვნიკის სჰვილი იკოს დაცჰერილი,ტფუუუუუ
maxo
27 აგვისტო 2011 10:10
ზურა შენისთანა მამულიშვილები თუ გადაარჩენენ დღეს ჩვენს ქვეყანას.
zura
27 აგვისტო 2011 08:07
ვერ გამიგია რა ვალდებულია საქართველო ვიღაცა ... სომალელებს ებაზროს ტყვეებზე....რო მიდიოდნენ სად მიდიოდნენ,ან გადასახადებს ტუ იხდიდნენ,და საერთოდ

რედაქტორის რჩევით