ტურისტების რეკორდული რაოდენობა - რომელ ქალაქებს სტუმრობენ ყველაზე ხშირად და როგორია მოგზაურთა მიზნები?!
საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორაციით, 2018 წლის პირველი კვარტლის მიხედვით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 1 582 382 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 14.8%-ით მეტია.

საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით ლიდერობს აზერბაიჯანი 284,251 ვიზიტით, მას მოსდევს სომხეთი 243,989, თურქეთი 238,524 და რუსეთი 208,803 ვიზიტით.

ყველაზე ხშირად მონახულებული ტურისტული ადგილები:

თბილისი


ბათუმი


მცხეთა





საერთაშორისო ვიზიტორების უმრავლესობა საქართველოში (35%) დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით ჩამოვიდა. ასევე ჩამოდიოდნენ მეგობრების და ნათესავების მოსანახულებლად (26.8%), ტრანზიტისთვის (15.6%), შოპინგისთვის (9.8%) და პროფესიულ-ეკონომიკური საქმიანობისთვის (7.8%). ვიზიტების მხოლოდ 1.8%-ის შემთხვევაში დასახელდა ვიზიტის სხვა მიზანი.


ეკა გადახაბაძე
რუსუდან კილასონია