ცნობილი შავ-თეთრი ფოტოები აღდგენილი ელფერით
ცნობილი შავ-თეთრი ფოტოები აღდგენილი ელფერით
ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში ადამიანს საშუალება ეძლევა, ესა თუ ის იდეა სხვადასხვა ხერხით განახორციელოს და წარუდგინოს საზოგადოებას. დღეს უკვე არა მხოლოდ სხვადასხვა ტიპის ციფრული აპარატით, არამედ თანამედროვე სმარტფონებით შესაძლებელია  უმაღლესი ხარისხის ფოტოების გადაღება და ეს პროცესი თითოეული ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია...

თუმცა, თავდაპირველად, ფოტოგრაფია უდიდესი მოვლენა იყო სამყაროსთვის, ხოლო ფოტოს გადაღება რიგითი ადამიანისთვის ლამის დღესასწაულის ტოლფასი. უამრავი საინტერესო შავ-თეთრი ფოტო შემოგვინახა ისტორიამ. ალბათ, ბევრისთვის საინტერესოა, როგორი იქნებოდა არქივში შემონახული შავ-თეთრი ფოტოები, თუ მასზე გამოსახული ადამიანების თუ გარემოს ფერადად აღბეჭდვა იქნებოდა შესაძლებელი.

ტექნოლოგიურმა წინსვლამ უამრავი შესაძლებლობა მისცა ადამიანს, ამჯერად შეიქმნა ალგორითმი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, აღვადგინოთ შავ-თეთრი ფოტოებზე აღბეჭდილი ადამიანებისა და გარემოს რეალური ფერები მეტ-ნაკლები სიზუსტით.

გთავაზობთ ცნობილ შავ-თეთრ ფოტოებს, რომლებიც ამ ალგორითმის მიხედვით არის აღდგენილი. კვლავაც ვიმეორებთ, ეს მხოლოდ მიახლოებითი ფერებია და არა ზუსტი ასლი.  სავარაუდოდ, ალგორითმის განვითარების შედეგად ფერები კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდება რეალურს.


ილია ჭავჭავაძე მეგობრებთან ერთად ბანქოს თამაშისას.


ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი


ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან - ოლღა გურამიშვილთან ერთად საგურამოს მამულში



ვაჟა - ფშაველა


ვაჟა - ფშაველა


გალაკტიონ ტაბიძე ვაჟა-ფშაველას მეუღლესთან - თამარ დიდებაშვილთან ერთად


იოსებ სტალინი ვაჟთან - ვასილთან ერთად


იოსებ სტალინი ქუჩაში



დოდო ჭიჭინაძე


იპოლიტე ხვიჩია


სესილია თაყაიშვილი


ლეილა აბაშიძე


ლეილა აბაშიძე


ნოდარ დუმბაძე

პროექტზე მუშაობდნენ:
ნათია დოლიძე
ეკა გადახაბაძე
ლევან ტაბატაძე

პროექტში  გამოყენებულია ეროვნული არქივისა და საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის ფოტოარქივის ფოტოები
თამარ აბაშიძე
13 თებერვალი 2019 11:49
მადლობა
Dito
12 თებერვალი 2019 23:34
Momewona
ნიტა
12 თებერვალი 2019 22:24
აუ, რა მაგარია, ძალიან ვისიამოვნე, მადლობა, სხვა ფოტოებზეც გააკეთეტ რა