21-ე საუკუნის "ქვათა ღაღადი" - როგორ ცდილობენ ქართული კვალის წაშლას აფხაზეთში - კვირის პალიტრა

21-ე საუკუნის "ქვათა ღაღადი" - როგორ ცდილობენ ქართული კვალის წაშლას აფხაზეთში

უკვე 26 წელია რუსეთი აფხაზეთის სრულ რუსიფიკაციას და ქართული კვალის წაშლას ცდილობს. ამის მაგალითია უძველესი ქართული ტაძრები, რომელთა კირით შეთეთრებით, გუმბათების მოშლით, ქართული ორნამენტებისა და ფრესკების ჩამოფხეკით ზუსტად იგივე პოლიტიკას აგრძელებს, რასაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეწეოდა 200-წლოვანი ბატონობისას, როცა ცდილობდა წაერთვა ჩვენთვის ეროვნული ღირსება, გაებათილებინა მთელი ჩვენი ისტორია. გთავაზობთ ფოტოპროექტს, რომელიც კარგად აჩვენებს რუსული პოლიტიკის ბარბაროსულ სახეს. ფოტომასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით არასამთავრობო ორგანიზაცია "აფხაზეთის მოამბეს".

პროექტზე მუშაობდნენ: ეკა გადახაბაძე

ნათია დოლიძე

გიორგი კობახიძე ("აფხაზეთის მოამბე")

ლევან ტაბატაძე