21-ე საუკუნის "ქვათა ღაღადი" - როგორ ცდილობენ ქართული კვალის წაშლას აფხაზეთში
21-ე საუკუნის "ქვათა ღაღადი" - როგორ ცდილობენ ქართული კვალის წაშლას აფხაზეთში
უკვე 26 წელია რუსეთი აფხაზეთის სრულ რუსიფიკაციას და ქართული კვალის წაშლას ცდილობს. ამის მაგალითია უძველესი ქართული ტაძრები, რომელთა კირით შეთეთრებით, გუმბათების მოშლით, ქართული ორნამენტებისა და ფრესკების ჩამოფხეკით ზუსტად იგივე პოლიტიკას აგრძელებს, რასაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეწეოდა 200-წლოვანი ბატონობისას, როცა ცდილობდა წაერთვა ჩვენთვის ეროვნული ღირსება, გაებათილებინა მთელი ჩვენი ისტორია. გთავაზობთ ფოტოპროექტს, რომელიც კარგად აჩვენებს რუსული პოლიტიკის ბარბაროსულ სახეს. ფოტომასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით არასამთავრობო ორგანიზაცია "აფხაზეთის მოამბეს".













პროექტზე მუშაობდნენ:
ეკა გადახაბაძე
ნათია დოლიძე
გიორგი კობახიძე ("აფხაზეთის მოამბე")
ლევან ტაბატაძე
ნანო
06 ოქტომბერი 2019 12:35
საშინელებაა! როგორ მიზანმიმართულად შლიან რუსები ქართულ კვალს! ეეჰ აფხაზებო, ეშმაკთან ხართ წილნაყარი. ბოლოს კი იანებთ, მაგრამ გვიანი იქნება თითზე კბენანი!
კოლხი
04 ოქტომბერი 2019 12:02
აფხაზები აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში და ისევ გავაცოცხლებთ იქ საქართველოს. აფსუებს სახელმწიფო თუ უნდათ მოუწევთ რუსეთის იმპერიისთან ბრძოლა ჩერქეზეთის განსათავისუფლებლად.
თამაზი
03 ოქტომბერი 2019 15:58
ვინც ჯარი შეიყვანა აფხაზეთში იმათ უნდა მოეთხოვოთ პასუხი ჯერ, ვითომ რკინიგზის დასაცავად! მეორე- აფხაზები ისე არიან გაბოროტებულები , საკუთარ ისტორიას შლიან ქართველების ჯინაზე, დაივიწყეს: " მეფე აფხაზთა, ქართველთა...", ის ძეგლები აფხაზურიც არის და ქართულიც, მაგრამ არ არიან ალბათ ეს აფხაზები, ის აფხაზები და არ მიაჩნიათ საკუთრად. " აბხაზია ნე გრუზია "- ს ასწავლიან ბავშვებს და დაკარგეს საკუთარი ისტორიის ყველაზე საინტერესო პერიოდი, ბაგრატი აფხაზების მეფე იყო ჯერ და მერე ქართველების, ორივე მხარეს მაგარი უვიცი და ბოროტი ხალხი იყო ხელისუფლებაში ბოლო 25 -30 წელი