რონალდუს ისევ ოქრო "აცვია" - კვირის პალიტრა

რონალდუს ისევ ოქრო "აცვია"

სანამ საფეხბურთო სამყარო "ოქროს ბურთის" ახალ მფლობელს ელის, ევროპული ფეხბურთის საუკეთესო ბომბარდირისთვის დაწესებული ჯილდო - "ოქროს ბუცი" გასული სეზონის მთავარმეგოლემ, "რეალის" პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ ჩაიბარა.2010-2011 წლების სეზონში რონალდუმ ესპანეთის პრიმერა დივიზიონში 40 გოლი გაიტანა, რაც ევროპულ ჩემპიონატებში საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა. "ოქროს ბურთი" ჩინებული ჯილდოა, თუმცა, გუნდური ტიტულები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. "რეალი" ერთიანი გუნდია და მზად არის, ყველა ტიტულისთვის იბრძოლოს", - აღნიშნა პორტუგალიელმა, რომელსაც "ოქროს ბუცი" ლეგენდარულმა თავდამსხმელებმა ალფრედო დი სტეფანომ და ეუსებიომ გადასცეს. შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ამ ჯილდოს 2008 წელსაც დაეუფლა.

დაბრუნდა და გაიტანა

ტრავმის გამო, საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს - ჯანო ანანიძეს კარგა ხანი გაუცდა. ამავე მიზეზით გამოტოვა 19 წლის ფეხბურთელმა ბერძნების წინააღმდეგ ჩატარებული სანაკრებო მატჩიც. მიუხედავად იმისა, რომ ჯანო უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს, მოსკოვის "სპარტაკის" მწვრთნელმა მთავარი გუნდის შემადგენლობისთვის ისევ ვერ "გაიმეტა" და კვირის მიწურულს "სპარტაკის" დუბლშემადგენლობაში ათამაშა. "სახალხო გუნდის" მეორე გუნდმა მოსკოვის "დინამოს" რეზერვს აჯობა 2:1, გამარჯვების მომტანი გოლი კი სწორედ ანანიძის ანგარიშზეა. შეგახსენებთ, რომ მოლდავეთთან 11 ნოემბრის მატჩისთვის გამოძახებულთა შორის ჯანო ანანიძეც არის.