"ოქროსმაძიებლების" ვინაობა ცნობილია - კვირის პალიტრა

"ოქროსმაძიებლების" ვინაობა ცნობილია

5 დეკემბერს მსოფლიოს 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გახდება ცნობილი. მანამდე კი ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა იმ 23 ფეხბურთელის სია, რომლებიც "ოქროს ბურთისთვის" იბრძოლებენ.

ესენი არიან: ერიკ აბიდალი (საფრანგეთი, "ბარსელონა"), სერხიო აგუერო (არგენტინა, "მანჩესტერ სიტი"), ქარიმ ბენზემა (საფრანგეთი, "რეალი"), იკერ კასილასი (ესპანეთი, "რეალი"), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, "რეალი"), დანი ალვეში (ბრაზილია, "ბარსელონა"), სამუელ ეტო,ო (კამერუნი, "ანჟი"), სესკ ფაბრეგასი (ესპანეთი, "ბარსელონა"), დიეგო ფორლანი (ურუგვაი, "ინტერი"), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი, "ბარსელონა"), ლიონელ მესი (არგენტინა, "ბარსელონა"), თომას მიულერი (გერმანია, "ბაიერნი"), ნანი (პორტუგალია, "მანჩესტერ იუნაიტედი"), ნეიმარი (ბრაზილია, "სანტოსი"), მესუთ იოზილი (გერმანია, "რეალი"), ჟერარდ პიკე (ესპანეთი, "ბარსელონა"), უეინ რუნი (ინგლისი, "მანჩესტერ იუნაიტედი"), ბასტიან შვაინშტაიგერი (გერმანია, "ბაიერნი"), უესლი სნეიდერი (ჰოლანდია, "ინტერი"), ლუის სუარესი (ურუგვაი, "ლივერპული"), დავიდ ვილია (ესპანეთი, "ბარსელონა"), ხაბი ალონსო (ესპანეთი, "რეალი"), ჩავი (ესპანეთი, "ბარსელონა").

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი წელიწადია, "ოქროს ბურთის" მფლობელი ლიონელ მესი ხდება, რომელიც წელსაც ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია. თუ გამარჯვება ამჯერადაც არგენტინელ სუპერვარსკვლავს დარჩა, მიშელ პლატინის შემდეგ მესი მეორე ფეხბურთელი გახდება, ვისაც "ოქროს ბურთი" ზედიზედ სამჯერ მოუგია.