"არმია" ჩემპიონია - კვირის პალიტრა

"არმია" ჩემპიონია

კალათბურთელი კოლეგების მსგავსად, სარაგბო კლუბმა "არმიამაც" პირველივე წელს მოიგო საქართველოს ჩემპიონის ტიტული.შაბათს, ავჭალის სტადიონზე გამართულმა ფინალმა სრული ანშლაგის (ყველა ბილეთი მატჩამდე ორი დღით ადრე გაიყიდა. - ავტ.) და თვალსასეირო სანახაობის ფონზე  ჩაიარა და თავდაცვის სამინისტროს გუნდის გამარჯვებით - 29:22 დასრულდა. ფინალურ მატჩში დებიუტანტ "არმიას"  გაცილებით გამოცდილი მეტოქე ჰყავდა - ქუთაისის "აიას" ქვეყნის ჩემპიონის ტიტული აქამდე სამჯერ მოუგია და მართალია,  ფინალურ მატჩში ბოლოს 14 წლის წინ ითამაშა, მაგრამ რაც უნდა იყოს, გამოცდილებით, წლეულს შექმნილ მეტოქეს ბევრად სჯობდა. პირველმა ტაიმმა ქუთათურთა უპირატესობით ჩაიარა, თუმცა, მეორე ნახევარში არმიელებმა აშკარად დაჯაბნეს მეტოქე გუნდი, ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, მერე კი გადამწყვეტი ლელოც გაიტანეს და ქვეყნის ჩემპიონისთვის განკუთვნილ "ბზის თასს" დამსახურებულად დაეუფლნენ.