ორივე ლევანს უჭირს - კვირის პალიტრა

ორივე ლევანს უჭირს

ფუკუოკაში მიმდინარე ნოემბრის ბაშო ქართველი სუმოისტებისთვის ძალიან ცუდად მიდის.თუ 2:5 ბალანსის მქონე გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) ჯერ კიდევ აქვს ტურნირის დადებითი ბალანსით დასრულების შანსი, კოკაისა (ლევან ცაგურია) და ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. შვიდი ტურის შემდეგ (კვირას გამართული ორთაბრძოლების შედეგები გათვალისწინებული არ არის. - ავტ.) ორივე ლევანს საშინელი - 1:6 ბალანსი ჰქონდა, ტოჩინოშინმა კი სულაც საკუთარი ანტირეკორდი გაიმეორა და პირველი ორთაბრძოლის მოგება მხოლოდ ბაშოს მეშვიდე დღეს შეძლო. დისციპლინის დარღვევის გამო კლუბის ხელმძღვანელი გორგოძეს საწვრთნელ ორთაბრძოლებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევდა და ეს ეტყობა კიდეც ფუკუოკაში ლევანის გამოსვლას, მაგრამ უკეთეს დღეში რომ არც დანარჩენი ქართველები არიან?!