გოგუა "დინამოში" ბრუნდება? - კვირის პალიტრა

გოგუა "დინამოში" ბრუნდება?

მას შემდეგ, რაც ნიჟნი-ნოვგოროდის "ვოლგაში" მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებს რუსულ კლუბთან პრობლემები შეექმნათ, მათი საქართველოში დაბრუნებით თბილისის "დინამო" დაინტერესდა.კლუბის გენერალური დირექტორის, ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ 28 წლის გოგიტა გოგუა კარიერას "დინამოში" გააგრძელებს. ქართული ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი მოლაპარაკებას გოჩა ხოჯავასა და ლაშა სალუქვაძესთანაც აწარმოებდა, თუმცა მათი საკითხი ჯერ კიდევ არ გარკვეულა, აი, გოგუასთან კი, როგორც პოლოლიკაშვილმა გასული კვირის მიწურულს განაცხადა, წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია. 6 წელია, რაც გოგიტა გოგუას საქართველოს ჩემპიონატში აღარ უთამაშია და ამ დროის განმავლობაში რუსეთში რამდენიმე კლუბი გამოიცვალა: "ხიმკი", ნალჩიკის "სპარტაკი", "სატურნი" და "ვოლგა".