შოთა? არა - აბდულა - კვირის პალიტრა

შოთა? არა - აბდულა

თურქეთის საფეხბურთო ნაკრები "ევრო-2012"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში ხორვატიასთან დამარცხდა და ევროპირველობის საგზურის გარეშე დარჩა, რასაც თურქთა ჰოლანდიელი თავკაცის - გუს ჰიდინკის თანამდებობიდან წასვლა მოჰყვა.ეს ამბავი ჩვენთვის იმიტომ არის საინტერესო, რომ ჰიდინკის სავარაუდო შემცვლელთა შორის "ქაისერისფორის" ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძეც დასახელდა. მართალია, თავად არველაძე თავიდანვე აცხადებდა, თურქეთის ნაკრების სათავეში ჩემი დანიშვნა არარეალურიაო, თუმცა, მისი თუნდაც ერთ-ერთ კანდიდატად დასახელებაც არაა პატარა ამბავი. "ჯერ ერთი, ნაკრების ჩაბარებისთვის გაცილებით მეტი გამოცდილებაა საჭირო. მერე კიდევ, თითქმის გადაწყვეტილია, თურქები ეროვნულ გუნდს ვისაც ჩააბარებენ", - თქვა მაშინ ქართველმა სპეციალისტმა და ჩააბარეს კიდეც - 48 წლის აბდულა ავჩის, რომელმაც ექვსი წლის წინ თურქეთის 17-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა, ქვეყნის მთავარ გუნდში დანიშვნამდე კი, "ისტანბულშიც" მუშაობდა.