"შავი ფუკუოკა" ქართველებისთვის - კვირის პალიტრა

"შავი ფუკუოკა" ქართველებისთვის

იაპონიის ჩემპიონატში მოასპარეზე ქართველ სუმოისტებს სხვადასხვა დროს ცალ-ცალკე ჰქონიათ წარუმატებლობა, მაგრამ ასე ერთდროულად და სამარცხვინოდ პირველად იჭიდავეს.ჩვენი გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, კვირას ჩატარებული მატჩების შედეგებს ვერ გატყობინებთ ხოლმე. ნოემბრის ბაშოც კვირას დამთავრდა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენებურების "გმირობის" აღწერა გასული კვირის დასაწყისშივე შეგვეძლო. ბოლო, მეთხუთმეტე ტურის წინ, ქართველი მოჭიდავეების სტატისტიკის ნახვას "არაფერი სჯობდა": ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) - მხოლოდ ერთი გამარჯვება და 13 მარცხი, კოკაისაც (ლევან ცაგურია) - 1:13, გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) - 2:12...

ტოჩინოშინზე ადრეც დავწერეთ: სკოლის ხელმძღვანელმა ის უდისციპლინობისთვის მკაცრად დასაჯა და ნოემბრის ტურნირის წინ საწვრთნელ ორთაბრძოლებში მონაწილეობა აუკრძალა, რაც დაეტყო კიდეც ფუკუოკას ბაშოზე ლევანის გამოსვლას, მაგრამ დანარჩენ ქართველებს რა დაემართათ, ძნელი სათქმელია...