"ბარსას" მაისური... 210 ათასად - კვირის პალიტრა

"ბარსას" მაისური... 210 ათასად

"ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელიმ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო აუქციონში მიიღო მონაწილეობა.კატალონიური გრანდის პირველკაცის გარდა ამ ღონისძიებაში ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის, სახელგანთქმული კალათბურთელი იაო მინი. როსელის თქმით, მისთვის დიდი პატივია მსგავს აქციაში მონაწილეობა - მისი კლუბი ხომ ყოველთვის თანაუგრძნობს მათ, ვისაც დახმარება სჭირდება. აუქციონს, რომელიც ჩინეთის სახელმწიფო არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ესპანურმა კლუბმა, თავის წილად, 408 ათასი ევრო მოუტანა: "ბარსას" მოთამაშეების ავტოგრაფებით დამშვენებული საკლუბო მაისური 210 ათასად გაიყიდა, მათი ხელმოწერილი ბურთი - 70 ათას ევროდ, "კამპ ნოუზე" გასამართი ჩემპიონთა ლიგის მატჩის ოთხკაციანი მოსაწვევი კი - 128 ათასად.