ანანიძეს ზაფხულამდე გაუშვებენ?
05-12-2011
ჯანო ანანიძისთვის მიმდინარე სეზონი წარმატებული ნამდვილად არ ყოფილა. შარშანდელთან შედარებით, 19 წლის ქართველ ნახევარმცველს გაცილებით იშვიათად უწევდა მოსკოვის "სპარტაკის" შემადგენლობაში თამაში, რაშიც, მწვრთნელთან ერთად, ახალგაზრდა ქართველის ხშირი ტრავმიანობაც არის დამნაშავე. არადა, ჯანოსგან რუსებიც ბევრად მეტს ელოდნენ და სწორედ ამის გამო დაასახელეს წლის ერთ-ერთ უმთავრეს იმედგაცრუებად. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს საბერძნეთთან 11 ოქტომბრის მატჩი კოჭის ტრავმამ გამოატოვებინა, მაგრამ ნოემბერში მაინც მოასწრო ორი გოლის გატანა: ჯერ "სპარტაკის" დუბლშემადგენლობას მოაგებინა, 11 ნოემბერს კი
გოლის გემო ნაკრებშიც გაიხსენა და თავი ისახელა მოლდაველებთან ამხანაგურ მატჩში. რუსეთის ჩემპიონატში ახლა შესვენებაა, თებერვლამდე ეროვნული ნაკრებიც "ისვენებს" და ანანიძე რამ გაგვახსენა? რამ და "სოვეტსკი სპორტში" გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ. გაზეთის კორესპონდენტის მტკიცებით, "სახალხო გუნდს" არ უნდა, იმ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებიან, სათადარიგოთა სკამი
ტყუილად "ახეხვინოს" და აპირებს ჯანო ანანიძე, ემინ მაჰმუდოვი და ფილიპ ოზობიჩი მომავალი წლის ზაფხულამდე სხვა გუნდებში გაანათხოვროს. გამართლდება თუ არა ეს ინფორმაცია, დრო გვიჩვენებს, ისე კი, ჯანოს ახლა სწორედ ისეთი კლუბი სჭირდება, სადაც მეტი სათამაშო დრო ექნება.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?