სამგზის სასიკვდილო
05-12-2011
"ევრო-2012" დააჯგუფეს

"ევრო-2012"-ის დაწყებამდე შვიდი თვით ადრე, კიევში კონტინენტის მომავალი პირველობის ფინალური ეტაპის წილისყრა ჩატარდა და 16 "ბედნიერი" ნაკრები ოთხ ქვეჯგუფში გადანაწილდა. კენჭისყრის ცერემონიალს უკრაინის დედაქალაქმა კი უმასპინძლა, მაგრამ უკრაინელებზე მეტად ტურნირის მეორე თანამასპინძელს - პოლონეთს გაუმართლა: დანარჩენ ჯგუფებთან შედარებით,  A ჯგუფი მართლაც რომ საჩუქარია (პოლონეთი, საბერძნეთი, რუსეთი, ჩეხეთი). ტყუილად კი არ უხაროდათ კენჭისყრის შემდეგ რუსებს - დანარჩენი სამი სიკვდილის ჯგუფია, ჩვენი კი სიცოცხლისო... რუსეთის ნაკრების "სიცოცხლისუნარიანობის" რა გითხრათ, მაგრამ
დანარჩენი ქვეჯგუფები რომ მართლაც "სიკვდილისაა", ერთი შეხედვითაც ჩანს. ჩ ჯგუფში ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი იტალიას, ირლანდიასა და ხორვატიას "დაუმეგობრდა", ჰოლანდია, გერმანია, პორტუგალია და დანია ერთად მოხვდნენ, ინგლისმა, საფრანგეთმა  და შვედეთმა კი მასპინძელ უკრაინას გაუჩინეს საფიქრალი. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი სტარტს 8 ივნისს აიღებს,
ფინალური მატჩი კი 1-ელ ივლისს არის დანიშნული...

A ჯგუფი

პოლონეთი
საბერძნეთი
რუსეთი
ჩეხეთი

B  ჯგუფი
ჰოლანდია
დანია
გერმანია
პორტუგალია

C ჯგუფი

ესპანეთი
იტალია
ირლანდია
ხორვატია

D ჯგუფი

უკრაინა
შვედეთი
საფრანგეთი
ინგლისი

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?