საკუთარი თავი... აუქციონზე - კვირის პალიტრა

საკუთარი თავი... აუქციონზე

ბრიტანელმა სპრინტერმა ჯეიმს ელინგტონმა საკუთარი თავის აუქციონზე "გაყიდვა" გადაწყვიტა, რათა 2012 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებლად საკმარისი თანხა მოაგროვოს.ამჟამად eBay-ს აუქციონზე ელინგტონის "შეძენა" 30 ათას გირვანქა სტერლინგად შეიძლება. ჯეიმსი პირობას დებს, რომ ამ თანხის სანაცვლოდ სპონსორს რეკლამას ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში გაუკეთებს. ამ გადაწყვეტილებამდე ელინგტონი მას შემდეგ მივიდა, რაც საშინაო ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი თანხის მოძიება ვერ შეძლო. მან ფინანსური დახმარება მას შემდეგ დაკარგა, როცა  ტრავმის გამო, როცა იძულებითი "შვებულება" აიღო. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჯეიმსს ყოველდღიურ ხარჯებსა და სამედიცინო ანგარიშებს უნაზღაურებენ. გარდა ამისა, სპორტსმენი გასამრჯელოს ბავშვებისა და ახალგაზრდა მძლეოსნების მომზადებაშიც იღებს, თუმცა, ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად, ამ საქმისთვის თავის დანებება მოუწევს, რადგან თავადაც ბევრი უნდა ივარჯიშოს. აღსანიშნავია, რომ 26 წლის სპორტსმენი ჩინებულ სეზონს ატარებს. დღესდღეობით 200 მეტრზე სირბილში სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ მას ეკუთვნის.