ლოკაუტი ოფიციალურად დასრულდა - კვირის პალიტრა

ლოკაუტი ოფიციალურად დასრულდა

გასულ კვირას ოფიციალურად დადასტურდა ის, რაც მანამდეც ცნობილი იყო -  NBA-ში ლოკაუტი დასრულებულია და სეზონი 25 დეკემბერს დაიწყება.წლევანდელი ლოკაუტი თითქმის ხუთი თვე გაგრძელდა, რაც საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ხანგრძლივობის მიხედვით მეორე მაჩვენებელია. 82-ის ნაცვლად, 2011-12 წლების რეგულარულ ჩემპიონატში 66 მატჩი ჩატარდება.

ბოლოს NBA-ში ლოკაუტი 1998-99 წლების სეზონში იყო და იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ თითოეულმა გუნდმა მხოლოდ 50 შეხვედრის ჩატარება მოასწრო. ახალი კოლექტიური ხელშეკრულება, რომლის რატიფიცირებასაც მოჰყვა გაფიცვის დასრულება, ათწლიანია, თუმცა, ექვსი წლის შემდეგ ერთ-ერთ მხარეს მისი ცალმხრივად შეწყვეტა შეუძლია. სხვათა შორის, ბიზნესმენებზე მეტად ახალი ხელშეკრულებით მოთამაშეები ზარალდებიან - აქამდე ისინი საერთო მოგების 57%-ს იღებდნენ, ამიერიდან კი ლიგის მფლობელები და კლუბების წარმომადგენლები მოგებას თანაბრად გაიყოფენ.