თებერვალში სუპერტურნირს ვუმასპინძლებთ - კვირის პალიტრა

თებერვალში სუპერტურნირს ვუმასპინძლებთ

2012 წლის 17-21 თებერვალს თბილისი ქალთა სუპერტურნირს უმასპინძლებს სწრაფ ჭადრაკში.ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში მსოფლიოს ყველა უძლიერესი მოჭადრაკე ჩამოვა, საქართველოს კი, როგორც მასპინძელ ქვეყანას, ორი მონაწილე (სავარაუდოდ, მაია ჩიბურდანიძე და ნანა ძაგნიძე) წარმოადგენს. ტურნირის ორგანიზატორები არიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაცია, შეჯიბრების საპრიზო ფონდი კი 40 ათასი აშშ დოლარია, რაც სწრაფ ჭადრაკში ჩატარებული ტურნირებისთვის უპრეცედენტო თანხაა (აქედან, ჩემპიონი 10 ათას დოლარს მიიღებს). ამ ტურნირის საქართველოში ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც 2010 წელს ბათუმმა ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატს, მიმდინარე წლის მაისში კი - თბილისმა ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა და ორივე ტურნირმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.