ლიგა დაწყვილდა - კვირის პალიტრა

ლიგა დაწყვილდა

გასული კვირის მიწურულს ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასული 16 კლუბი დააწყვილეს.ლიგის ფლეი-ოფში რამდენიმე კლუბი პირველად მოხვდა, მაგრამ ჯგუფური ეტაპის სენსაციას -  კვიპროსულ "აპოელს" თუ არ ჩავთვლით, დებიუტანტთაგან იოლ ლუკმად არც "ნაპოლის" მიჩნევა შეიძლება და არც "ზენიტის". არადა, ორივე მათგანს მრისხანე მეტოქე ერგო: იტალიურ კლუბს - ლონდონის "ჩელსი", პეტერბურგელებს კი "ბენფიკა". აშკარად არ გაუმართლა კიდევ ერთ რუსულ კლუბს - მოსკოვის ცსკა-ს, რომელსაც მადრიდის "რეალის" შეტევების გაძლება მოუწევს, "ლევერკუზენს", რომელიც მაინცდამაინც "ბარსელონას" გადაეყარა და "ბაზელს", რომელსაც კენჭისყრამ მიუნხენის "ბაიერნი" არგუნა. აღსანიშნავია, რომ ლიგას შემორჩენილი სამი იტალიური კლუბიდან ორს მეტოქედ ინგლისური გუნდი ერგო, თუმცა, ყველაზე დიდ ინტერესს მაინც "მილანისა" და "არსენალის" წყვილი იწვევს. მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 14-15 და 21-22 თებერვალს ჩატარდება.

"ლიონი" (საფრანგეთი) - "აპოელი" (კვიპროსი)

"ნაპოლი" (იტალია) - "ჩელსი" (ინგლისი)

"მილანი" (იტალია) - "არსენალი" (ინგლისი)

"ბაზელი" (შვეიცარია) - "ბაიერნი" (გერმანია)

"ლევერკუზენი" (გერმანია) -  "ბარსელონა" (ესპანეთი)

ცსკა (რუსეთი) - "რეალი" (ესპანეთი)

"ზენიტი" (რუსეთი) - "ბენფიკა" (პორტუგალია)

"მარსელი" (საფრანგეთი) - "ინტერი" (იტალია)