წლის პირველი ტიტული - კვირის პალიტრა

წლის პირველი ტიტული

იტალიის ქალაქ რეჯიო ემილიაში ჩატარებული საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი ქართველი დიდოსტატის, სოფიკო გურამიშვილის (2374) გამარჯვებით დასრულდა. ტურნირზე ჩვენებური პირველ ნომრად გახლდათ განთესილი და ფავორიტის სტატუსი მთელი ტურნირის განმავლობაში გაამართლა. საწყისი ოთხი მატჩის მოგების შემდეგ, ქართველმა დიდოსტატმა ტურნირზე ერთადერთი მარცხი ბელორუს ანა შარევიჩთან (2267) იწვნია, თუმცა, ლიდერობა დარჩენილ ტურებშიც შეინარჩუნა და საბოლოოდ 10 თამაშიდან 8 ქულით ჩემპიონობა არავის დაუთმო.