გვარდიოლა 2011 წლის საუკეთესო მწვრთნელია - კვირის პალიტრა

გვარდიოლა 2011 წლის საუკეთესო მწვრთნელია

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2011 წლის საუკეთესო საკლუბო მწვრთნელად კატალონიის "ბარსელონას" თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა დაასახელა. გვარდიოლამ 201 ქულა მიიღო და საგრძნობლად გაასწრო მეორე ადგილზე გასულ ჟოზე მოურინიოს (112 ქულა). მესამე ადგილზე 107 ქულით "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი გავიდა. გვარდიოლას ხელმძღვანელობით გასულ წელს "ბარსელონამ" ესპანეთის პრიმერა დივიზიონი, ქვეყნის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.