კვირკველია "ანორთოსისში" - კვირის პალიტრა

კვირკველია "ანორთოსისში"

ერთ-ერთი პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც საახალწლო არდადეგების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა, საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი დავით კვირკველია გახლდათ. 3 იანვარს, მისმა "პანიონიოსმა" 2:0 დაამარცხა "ასტერასი", დათომ კი მინდორზე 90 წუთი გაატარა, თანაც, კაპიტნის სამკლავურით. თითქმის ორი კვირის წინანდელი ეს ამბავი კი იმიტომ გავიხსენეთ, რომ გასული კვირის მიწურულს კვირკველიამ საბერძნეთიდან კვიპროსში ამოყო თავი და თემურ ქეცბაიას ყოფილ კლუბ "ანორთოსისთან" ექვსთვიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდეა დადებული და სურვილის შემთხვევაში ამოწურვის შემდეგ მისი კიდევ ერთი წლით გაგრძელება შეიძლება.