ზაზას 50 და ორმაგი - კვირის პალიტრა

ზაზას 50 და ორმაგი

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია ლოკაუტის დასრულებას კარგ ფორმაში შეხვდა. როგორც ცნობილია, სანამ ოკეანისგაღმა NBA-ს მომავალ ფორმატზე ბჭობდნენ, ზაზა თურქულ "გალათასარაიში" თამაშით ინარჩუნებდა ფიზიკურ კონდიციებს, რაც მის თამაშსაც ეტყობა. ფაჩულიას სასარგებლოდ იმანაც იმუშავა, რომ მისმა თანაგუნდელმა და "ატლანტას" სასტარტო ცენტრმა ელ ჰორფორდმა ტრავმა მიიღო და მინიმუმ სამ თვეს ვერ ითამაშებს. შესაბამისად, მიმდინარე სეზონში პირველად, "შარლოტ ბობქეითსთან" მატჩი ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში დაიწყო და სეზონისთვის სარეკორდო დრო - 31,48 წუთიც ითამაშა. სათამაშო დრო ქართველი ცენტრის შედეგიანობაზეც აისახა და მიმდინარე გათამაშებაში მეორედ (პირველად 27 დეკემბერს - ავტ.) შეასრულა ორმაგი დუბლი - 10 ქულას და 10 მოხსნას მოუყარა თავი. ეს ზაზასთვის საიუბილეო, 50-ე ორმაგი დუბლი იყო.