კარვების ქალაქი... "ევრო-2012"-სთვის - კვირის პალიტრა

კარვების ქალაქი... "ევრო-2012"-სთვის

ფეხბურთის მოყვარულებს, რომლებიც ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საყურებლად უკრაინაში ჩავლენ, დღე-ღამეში 55 ევროდ...ორადგილიან კარავს შესთავაზებენ. Kiev Football   Fans-ი კიევის რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან 8,5 კილომეტრით, ბორისპოლის აეროპორტიდან კი 45 კილომეტრით არის დაშორებული. ზემოაღნიშნული თანხის სანაცვლოდ, მსურველებს შესთავაზებენ ორადგილიან კარავს, რომელიც ტურისტის სპეციალური ხალიჩებითა და საძილე ტომრებით იქნება "აღჭურვილი". "კემპინგის ტერიტორიაზე განთავსებული იქნება საზოგადოებრივი საპირფარეშოები და საშხაპეები, ასევე, გამაგრილებელი სასმელების ბარი. დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში, სტუმრებს პარკინგით სარგებლობის შესაძლებლობაც ექნებათ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სასტუმროების დაჯავშნის საერთაშორისო სერვისის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ადგილების დაჯავშნა ივლისიდან იქნება შესაძლებელი. კიევის ჰოსტალში (6-15 კაციანი ოთახების მქონე სასტუმრო სახლი - ავტ.) დღე-ღამის ფასი საშუალოდ 50-100 ევროა, სამვარსკვლავიანი სასტუმროს ორადგილიანი ნომრის საშუალო ფასი კი 500 ევრო.