პელემ - ფაბრიკა უკვე დაიხურაო - კვირის პალიტრა

პელემ - ფაბრიკა უკვე დაიხურაო

"ფეხბურთის მეფედ" წოდებული პელე   ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული გამონათქვამებით.ამჯერად ლეგენდარულმა ბრაზილიელმა კბილი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ მესამედ დასახელებულ ლიონელ მესის გაჰკრა. პელეს თქმით, მესის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება ნაადრევია. "ის დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ჯერ 1283 გოლი გაიტანოს, სამჯერ მოიგოს მსოფლიო ჩემპიონატი და მის საუკეთესოობაზე მერე ვილაპარაკოთ. რეკორდები იმისთვის არსებობს, რომ მოხსნა, მაგრამ ჩემი მიღწევების გაუმჯობესება ძალიან ძნელი იქნება. ხშირად მეკითხებიან, "როდის დაიბადება ახალი პელე?" ჩემი პასუხია - "არასოდეს"! ჩემა მშობლებმა "ფაბრიკა" უკვე დახურეს", - განუცხადა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა "Le monde"-ს.