ბრაზილიელი საქართველოს ნაკრებში? - კვირის პალიტრა

ბრაზილიელი საქართველოს ნაკრებში?

დიდი შანსია, კალათბურთისა და წყალბურთის ნაკრებების შემდეგ, ნატურალიზებული მოთამაშე საქართველოს ფუტსალის ნაკრებშიც გამოჩნდეს.ყოველ შეთხვევაში, პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია - თბილისის "იბერია სტარის" ბრაზილიელ ლეგიონერს, 24 წლის რონინიოს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა და ახლა მხოლოდ ეროვნული გუნდის თავკაცის გადასაწყვეტია, ათამაშებს თუ არა "გაქართველებულ" ბრაზილიელს ნაკრებში. ვიმეორებთ, უნდა თუ არა უცხოელის ხილვა საკუთარ კრებულში, ეს მხოლოდ ნაკრების მწვრთნელის საქმეა, კლასი კი რონინიოს ნამდვილად არ დაეწუნება: გასულ სეზონში სწორედ ის გახდა საქართველოს ფუტსალის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი, უეფას ფუტსალის თასის ელიტრაუნდში კი 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ისიც აღსანიშნავია, რომ რონინიომ, რომელიც რამდენიმე წელიწადია თბილისში ცხოვრობს, ქართული ენა კარგად იცის, მას მეუღლეც ქართველი ჰყავს და მართლმადიდებლადაც არის მონათლული.