სეზონი "სამთო რბოლით" გაიხსნა - კვირის პალიტრა

სეზონი "სამთო რბოლით" გაიხსნა

31 მარტს საქართველოს ეროვნულმა ავტოსპორტის ფედერაციამ საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი ჩაატარა "აღმართის დაძლევაში" (სამთო რბოლა) პროფესიონალ ავტომრბოლელთა შორის.ამ ასპარეზობით გაიხსნა 2012 წლის სარბოლო სეზონი, რომლის ეგიდითაც მიმდინარე წელს სულ 19 ღონისძიება გაიმართება. "სამთო რბოლის" მონაწილეებმა სტარტი კუს ტბის ასასვლელი გზიდან მორიგეობით აიღეს ორ-ორი წუთის ინტერვალით, ძირითადი წინა პირობა კი სტარტსა და ფინიშს შორის სიმაღლეთა სხვაობა იყო. გამარჯვებულები საუკეთესო დროის მიხედვით გამოვლინდნენ: აბსოლუტურ ჩათვლაში გამარჯვება გიორგი არჯევანიძემ მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილები კი შესაბამისად - ოთარ თავართქილაძემ და გიორგი რეხვიაშვილმა. "კლასი 2000"-ში ადგილები ასე გადანაწილდა: I ადგილი - არჩილ ბიძინაშვილი; II ადგილი - მევლუდ მელაძე; III ადგილი - ლევან კვინიკაძე. "კლასი 1500"-ის გამარჯვებულები: I - იოსებ ბეგოიძე; II - დავით მენთეშაშვილი; III - გიორგი რეხვიაშვილი. საქართველოს ეროვნული ავტოსპორტის ფედერაციის მიზანია ახალგაზრდებს შორის ავტოსპორტის პოპულარიზაცია, რადგან 2013 წელს საქართველოში რალიში ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპის ჩატარება იგეგმება.

P.S. შემდეგი ტურნირი 22 აპრილს, "წყვილთა რბოლაში" ჩატარდება მოყვარულ ავტომრბოლელთა შორის.