ოლიმპიადა... ქალების გარეშე! - კვირის პალიტრა

ოლიმპიადა... ქალების გარეშე!

2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშები არაბი ქალების გარეშე ჩაივლის - ეს ინფორმაცია საუდის არაბეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, პრინცმა ნავაფ იბნ ფეისალმა დაადასტურა."ოლიმპიადაზე ან საერთაშორისო შეჯიბრებებში ქალების მონაწილეობას არ მივესალმებით," - განაცხადა პრინცმა და დააზუსტა, რომ საუდის არაბეთის ღირსებას ლონდონში მხოლოდ მამაკაცი სპორტსმენები დაიცავენ. არადა, არც ისე დიდი ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ - პრინცმა ნაიფ იბნ აბდელ აზიზმა თანამემამულე ქალებს ოლიმპიადაზე გამგზავრების უფლება მისცა, თუმცა... როგორც ჩანს, არაბი ქალბატონების სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა და ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე ოცნებას ისინი მინიმუმ ოთხი წლით უნდა დაემშვიდობონ.