ცირეკიძემ ოქრო "ასწია" - კვირის პალიტრა

ცირეკიძემ ოქრო "ასწია"

ისევ ქუთაისელი, ისევ ცირეკიძე და ისევ ოქროს მედალი!.. ოღონდ, ძიუდოისტ ირაკლი ცირეკიძეში არ შეგეშალოთ - ამჯერად მისმა თანაქალაქელმა რაულ ცირეკიძემ (85კგ) გვასახელა და თურქეთის ქალაქ ანტალიაში ჩატარებულ ძალოსანთა ევროპის ჩამპიონატზე ოქროს მედალი "ასწია"!

აღსანიშნავია, რომ ტურნირის პირველ დღეს ქართველი ძალოსანი ერთადერთი გახლდათ, ვინც ექვსივე ცდა უშეცდომოდ გამოიყენა (ატაცში 160კგ, 163კგ და 165კგ დასძლია, აკვრაში კი - 193კგ, 196კგ და 200კგ) და ატაცშიც და აკვრაშიც მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა. საერთო ჯამში, რაული 365 კილოგრამს გაუმკლავდა და მეორე ადგილზე გასული მასპინძელი ფატიჰ ბაიდარი 6 კილოგრამით ჩამოიტოვა. ამგვარად, ათწლიანი შესვენების შემდეგ ისევ გვყავს ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონი.

სხვათა შორის, ქართველთაგან ევროპის ბოლო ჩემპიონმა გიორგი ასანიძემ ეს ტიტული სწორედ ანტალიაში მოიპოვა.