ნახევარფინალში... ფინალის შემდეგ - კვირის პალიტრა

ნახევარფინალში... ფინალის შემდეგ

დასავლეთ აზიის საკალათბურთო ლიგის ფინალურ სერიაში გამარჯვების შემდეგ, თეირანის "მაჰრამიმ", რომლის ღირსებას საქართველოს ნაკრების ფორვარდი ნიკოლოზ ცქიტიშვილიც იცავს, ირანის ჩემპიონატის ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა, - სათაურში სწორედ ამას ვგულისხმობდით. ბოლო წლებია, "მაჰრამი" ქვეყნის ჩემპიონობას არავის უთმობს და ცქიტიშვილის გუნდი წლევანდელ სეზონშიც უმთავრესი ფავორიტია.თეირანელებმა რეგულარული ჩემპიონატი წაუგებლად ჩაამთავრეს და მეოთხედფინალში შAაჰრდარის "გორგანსაც" ორ მატჩში მოუთავეს საქმე. "მაჰრამს" არც პირველ შეხვედრაშIი შეჰქმნია პრობლემები (94:73), მაგრამ მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში მეტოქე მთლად აბუჩად აიგდო - 109:53! თეირანელებმა პირველი მეოთხედი 31:7 მოიგეს და მათი უპირატესობა იმდენად აშკარა იყო, რომ თეირანელთა მწვრთნელმა გუნდის ლიდერები (მათ შორის ქართველი ლეგიონერიც) მოედანზე საერთოდ არ გაიყვანა. ნახევარფინალში "მაჰრამს" თანაქალაქელი "აზადი" შეხვდება და სავარაუდოდ, მასაც "გორგანის" ხვედრი ელის.