"სამთო რბოლა" ისევ არჯევანიძემ მოიგო - კვირის პალიტრა

"სამთო რბოლა" ისევ არჯევანიძემ მოიგო

5 მაისს ცხვარიჭამიაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპი ჩატარდა აღმართის დაძლევაში (სამთო რბოლა). საქართველოს ეროვნული ავტოსპორტის ფედერაციისა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ რბოლაში 16 ავტომანქანა მონაწილეობდა, გამარჯვებულები კი სამ კატეგორიაში გამოვლინდნენ: პირველი ეტაპის მსგავსად, აბსოლუტური ჩათვლა ამჯერადაც გიორგი არჯევანიძემ მოიგო, მეორე ადგილზე ოთარ თავართქილაძე გავიდა, მესამეზე - ბესო ბოჭორიშვილი. "კლასი 2000"-ში ადგილები ასე განაწილდა: 1. არჩილ ბიძინაშვილი; 2. ირაკლი ვადაქარია; 3. ლევან კვინიკაძე. "მონო კლასი": 1. დავით ჩხიკვიშვილი; 2. გიორგი კიკნაძე; 3. დავით მენთეშაშვილი;

მომდევნო ასპარეზობა - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპი რალიში 20 მაისს ჩატარდება.