ანა ოლიმპიადას უახლოვდება - კვირის პალიტრა

ანა ოლიმპიადას უახლოვდება

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე მსოფლიოს 50 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის მოხვედრას გეგმავს. ჯერ კიდევ გასულ კვირას ტატიშვილი რეიტინგის 81-ე საფეხურზე იყო, თუმცა, ბუდაპეშტის ტურნირის ნახევარფინალში გასვლით მიზნისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. უნგრეთის დედაქალაქში სტუმრობა 22 წლის ჩოგბურთელისთვის ორმაგად წარმატებული გამოდგა: ანამ კარიერაში პირველად ითამაშა WTAA-ის (ქალ ჩოგბურთელთა ასოციაცია) ტურნირის ნახევარფინალში და 130 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ რეიტინგში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდება, 70 მოწინავე ჩოგბურთელს შორის მოხვდება. კარს მომდგარი ოლიმპიადის წინ ტატიშვილს რეიტინგში დაწინაურება აუცილებლად სჭირდება, - თუ რეიტინGგში ათიოდე საფეხურით კიდევ აინაცვლებს, ლონდონის ოლიმპიადაზე მასაც ვნახავთ.