სამი ახალწვეულით - კვირის პალიტრა

სამი ახალწვეულით

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები თურქეთთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის მზადებას ავსტრიის ქალაქ ფლახაუში აგრძელებს. თემურ ქეცბაიამ ჩვეულებას არ უღალატა და ეროვნულ გუნდში ახალბედებს ამჯერადაც უხმო - ქუთაისის "ტორპედოს" მეკარე ომარ მიგინეიშვილი, ყაზანის "რუბინის" მცველი სოლომონ კვირკველია და პოლონური "იაგელონიას" ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე ნაკრებში პირველად მიიწვიეს. ქეცბაიას მიერ გამოძახებულთა სრული სია კი ასეთია: ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლორია, ომარ მიგინეიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, უჩა ლობჟანიძე, გიორგი ფოფხაძე, სოლომონ კვირკველია, აკაკი ხუბუტია, გურამ კაშია, ზურაბ ხიზანიშვილი, მურთაზ დაუშვილი, დავით კვირკველია, ალექსანდრე კობახიძე, დავით თარგამაძე, ჯაბა კანკავა, ნიკა ძალამიძე, ლევან ყენია, ჯაბა ლიპარტია, თორნიკე ოქრიაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლადო დვალიშვილი, ნიკოლოზ გელაშვილი, ლევან მჭედლიძე. შეგახსენებთ, თურქეთთან მატჩი 24 მაისს, ზალცბურგში ჩატარდება.