ევროპის სუპერთასი თბილისში - კვირის პალიტრა

ევროპის სუპერთასი თბილისში

ფეხბურთში ევროპის 2015 წლის სუპერთასს თბილისი უმასპინძლებს. ეს გადაწყვეტილება გასულ შაბათს, კიევში ჩატარებულ  უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. აქამდე, უეფას სუპერთასის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულები ხვდებიან, ყოველწლიურად მონაკოში იმართებოდა. 2013 წლიდან კი, მას სხვადასხვა ქალაქი უმასპინძლებს. მაგალითად, 2013 წლის სუპერთასის მატჩი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართება, 2015 წლის 12 აგვისტოს კი ეს პატივი უკვე თბილისს ერგება. უფრო დეტალურად ამ საკითხზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე კიევიდან დაბრუნების შემდეგ ისაუბრებენ.