ლონდონში 35 იმედით - კვირის პალიტრა

ლონდონში 35 იმედით

27 ივლისს სტარტს ოთხწლეულის მთავარი მოვლენა - ზაფხულის XXX, საიუბილეო ოლიმპიური თამაშები აიღებს. "უკეთ, ვიდრე პეკინში", - ასეთია ქართული დელეგაციის დევიზი და სინამდვილეშიც ასეა: ჩვენი ოლიმპიელებისგან ყოველთვის შედეგის გაუმჯობესებას ველით. მერე რა, თუ ლონდონის ოლიმპიადის მონაწილე ქართველებს შორის მხოლოდ ერთია ოლიმპიური ჩემპიონი (რა თქმა უნდა, ნინო სალუქვაძე) - ეჭვი არ გვეპარება, რომ ლეგენდარული ტყვიის მსროლელის დარად ოლიმპიური ოქროს მედლით მკერდს სხვა ქართველებიც დაიმშვენებენ. მანამდე კი კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი ქართული სპორტის 35 იმედს, რომლებიც ლონდონში სამშობლოსთვის იბრძოლებენ: ირაკლი ბოლქვაძე (საწყლოსნო სპორტი), მაია გოგოლაძე, ბოლესლავ სხირტლაძე, დავით ილარიანი, მასიეჟ როსიევიჩი (მძლეოსნობა), ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), ქრისტინე ესებუა (მშვილდოსნობა), ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა), მერაბ თურქაძე (კრივი), გია მაჭავარიანი, რაულ ცირეკიძე, ირაკლი თურმანიძე (ძალოსნობა), ზურაბ დათუნაშვილი, სოსო ჯაბიძე, რევაზ ლაშხი, გურამ ფერსელაძე, მანუჩარ ცხადაია, ვლადიმერ გეგეშიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ადამ ოქრუაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ბეთქილ შუკვანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ლომერ ჟორჟოლიანი (ძიუდო), მალხაზ ზარქუა, დავით მოძმანაშვილი, გიორგი გოგშელიძე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ოთარ თუშიშვილი, დავით ხუციშვილი, დავით მარსაგიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), გიორგი ნადირაძე (ველოსპორტი), ანა ტატიშვილი, მარგალიტა ჩახნაშვილი (ჩოგბურთი).

არჩილ ბენაშვილი