ჯგუფურ ეტაპამდე "მარიტიმუ" დარჩა - კვირის პალიტრა

ჯგუფურ ეტაპამდე "მარიტიმუ" დარჩა

კვიპროსის "ანორთოსისის" სტუმრად განადგურების (0:3) შემდეგ გორის "დილამ" იმ მეტოქის ვინაობაც შეიტყო, "ევროპის ლიგის" ჯგუფური ეტაპის საგზურს რომ შეეცილება - პორტუგალიური "მარიტიმუ" ევროპული ფეხბურთის გრანდი ნამდვილად არ არის და თუ გორელებმა ისევე ითამაშეს, როგორც კვიპროსული მატჩის მეორე ტაიმში, ევროსარბიელზე ქართული კლუბის თამაშს შემოდგომაზეც ვნახავთ. "მარიტიმუ"-"დილას" პირველი დაპირისპირება 23 აგვისტოს, პორტუგალიაში გაიმართება, განმეორებითი შეხვედრა კი - 30 აგვისტოს, თბილისში.