ცოტნე ბეჟაშვილი მსოფლიო ჩემპიონია - კვირის პალიტრა

ცოტნე ბეჟაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

ქართველი ათლეტის გამარჯვებით დასრულდა უკრაინაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმში (WPC/AWPC-ს ეგიდით). 67,5 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ცოტნე ბეჟაშვილმა, რომელიც საქართველოს პაუერლიფთინგის ფედერაციის წარმომადგენელია, მოძრაობა წოლჭიმში პირველი ადგილი მოიპოვა (სამი მისვლის ჯამში 170 კგ ასწია. - ავტ.). გარდა ამისა, მეოთხე, სარეკორდო მისვლის წყალობით ბეჟაშვილმა 175 კგ დასძლია და საკუთარ წონით კატეგორიაში გამარჯვების გარდა, წოლჭიმში აბსოლუტურ პირველობაშიც გაჩემპიონდა. მსოფლიო ჩემპიონატი 7-11 აგვისტოს, უკრაინის ქალაქ კრივოი-როგში გაიმართა და მასში მონაწილეობა 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო.