კუპერმა "არისი" ჩაიბარა - კვირის პალიტრა

კუპერმა "არისი" ჩაიბარა

საქართველოს ნაკრების აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა, ექტორ რაულ კუპერმა ახალი სამუშაო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტის გაწყვეტისთანავე იშოვა: არგენტინელი საბერძნეთში ჩავიდა და სალონიკის "არისთან" რამდენიმეთვიანი ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, კუპერი ბერძნულ კლუბს მომავალი წლის ივნისამდე გაწვრთნის და ამ პერიოდში გასამრჯელოს სახით 550 ათას ევროს მიიღებს. საბერძნეთში ჩასულ სპეციალისტს საკმაოდ თბილი დახვედრა მოუწყეს. სალონიკის აეროპორტში მას არგენტინის დროშებით შეიარაღებული "არისის" ათასამდე ფანი დახვდა. წესით და რიგით, კუპერმა თავი უცხოდ არც უშუალოდ კლუბში უნდა იგრძნოს - "არისში" ხომ მისი ექვსი თანამემამულე თამაშობს...