საქართველო A- პოლონეთი 54:5 - კვირის პალიტრა

საქართველო A- პოლონეთი 54:5

ქართული რაგბის 50 წლისთავთან დაკავშირებით, არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. 14 ნოემბერს, ჩვენი ეროვნული გუნდი არგენტინის A ნაკრებს დაუხვდება. მანამდე კი, შესაძლებლობა გვაქვს ახალშექმნილი საქართველოს A ნაკრები ვნახოთ საქმეში. ეროვნული გუნდის თამაშის წინა დღეს, 13 ნოემბერს, ლევან მაისაშვილისა და ნიკოლოზ ჭავჭავაძის მიერ დამოძღვრილი გუნდი უკრაინის ნაკრებს უმასპინძლებს. გასულ შაბათს კი პოლონეთის ეროვნულ გუნდთან მოსინჯა ძალა და 54:5 გაიმარჯვა. სტუმრებმა ხეირიანი შეტევა მხოლოდ ერთადერთხელ გაახერხეს და მასშიც ლელოს გამორჩნენ: 26-ე წუთზე, ნარვოშიმ ქართველთა შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. იმ დროისათვის, მასპინძლები მამუკა ნინიძის ლელოთი იგებდნენ. ბორჯღალოსნებმა კიდევ შვიდი ლელოს გატანა შეძლეს. ორ-ორჯერ თავი ხმალაძემ და გეგენავამ გამოიჩინეს, თითოჯერ კი უჩავამ, კოლელიშვილმა და წიკლაურმა.