არმსტრონგის ტიტულებს არავის არ მიანიჭებენ - კვირის პალიტრა

არმსტრონგის ტიტულებს არავის არ მიანიჭებენ

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, ლენს არმსტრონგისთვის ჩამორთმეულ ტიტულებს არავის არ მიანიჭებენ, - ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს "ტურ დე ფრანსის" ორგანიზატორებმა. შეგახსენებთ, არმსტრონგი ერთადერთი ველომრბოლელია, ვისაც "ტურ დე ფრანსი" შვიდჯერ აქვს მოგებული, თუმცა, აშშ-ის ანტისადოპინგო სააგენტოს გადაწყვეტილებით 2012 წლის აგვისტოში "ანტისადოპინგო კანონმდებლობის ხუთი პუნქტის დარღვევისთვის" ლენსს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიესაჯა და 1998 წლიდან მოპოვებული ყველა ტიტული ჩამოერთვა! "ანტისადოპინგო სააგენტოს გადაწყვეტილება განაჩენია არა მხოლოდ სისტემის, არამედ მთელი ეპოქისთვის, რომელიც სამუდამოდ შეიბღალა. ახლა მხოლოდ ის გვინდა, რომ იმ პერიოდს გამარჯვებული არ ჰყავდეს. არმსტრონგის ჯილდოებს ამიტომაც არავის გადავცემთ", - განაცხადა მრავალდღიანი ფრანგული ველორბოლის დირექტორმა კრისტიან პრიუდომმა.