სპორტული კვირის პალიტრა - კვირის პალიტრა

სპორტული კვირის პალიტრა

რით იყო საინტერესო გასული კვირის სპორტული ცხოვრება? ალბათ, სპორტის მოყვარულთა ყურადღება, უპირველეს ყოვლისა, ევროპის საფეხბურთო  ჩემპიონთა ლიგამ მიიპყრო, რომლის მესამე ტურის შედეგებმა დაგვანახა, რომ თანამედროვე ფეხბურთში ზოგჯერ ფული ყველაფერს არ წყვეტს...

ამის ნათელი მაგალითია დორტმუნდის "ბორუსიას" მიერ მადრიდის "რეალის" დამარცხება ანგარიშით 2:1 და ამსტერდამის "აიაქსის" მიერ "მანჩესტერ სიტის" დამარცხება ანგარიშით 3:1. ევროპის ყველა დროის ერთ-ერთმა უძლიერესმა გუნდმა აღარ ინება ტურნირში ზედიზედ მესამე მატჩის წაგება და გარდა იმისა, რომ მოპოვებული სამი ქულით მერვედფინალურ ეტაპზე გასვლის მცირეოდენი შანსი მიეცა, ინგლისის ჩემპიონი მომდევნო ტურის წინ, ერთადერთი ქულით, ჯგუფში ბოლო ადგილზე დატოვა.

აღსანიშნავია გერმანული გუნდების წარმატებული თამაში ევროთასებზე. ჩემპიონთა ლიგაზე "შალკემ" გასვლით თამაშში ანგარიშით 2:0 დაამარცხა ლონდონის "არსენალი", ხოლო "ბაიერნმა" - "ლილი" ანგარიშით 1:0. ჩემპიონთა ლიგის წარმომადგენლებს ხუთშაბათს ევროპის ლიგაზე მოთამაშე გერმანული კლუბებიც არ ჩამორჩნენ და "ჰანოვერმა" და მიონხენგლადბახის "ბორუსიამაც" მიაღწიეს წარმატებას. ბუნდესლიგაში მოასპარეზე გუნდებიდან მხოლოდ "შტუდგარტი" დასჯერდა ფრეს - 0:0.

ჩემპიონთა ლიგაზე "შახტარმა" "ჩელსი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა, ტურინის "იუვენტუსმა" კი "ნორდსაილენდთან" ფრედ ითამაშა (0:0). ასეთი შედეგების შემდეგ, სავსებით შესაძლებელია, მერვედფინალურ ეტაპზე უკრაინული კლუბი ვიხილოთ, "მალაგასთან" ანგარიშით 0:1 მარცხის შემდეგ კი "მილანს" დიდი ბრძოლა მოუწევს ჯგუფიდან გასასვლელად.

ქართველი ფეხბურთის გულშემატკივარი  ევროპის ლიგაზე ჯაბა კანკავას "დნიპროს" ზედიზედ მესამე (ამჯერად "ნაპოლისთან" - 3:1) გამარჯვებამ გაახარა. ჩვენებური მატჩის 37-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე და  თავგანწირული თამაშისათვის 70-ე წუთზე არბიტრისაგან ყვითელი ბარათიც კი დაიმსახურა.

არჩილ ბენაშვილი