კობის სარეკორდო 30 000 - კვირის პალიტრა

კობის სარეკორდო 30 000

კობი ბრაიანტი NBA-ს ახალი რეკორდსმენია - გასულ კვირას "ლოს-ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა "ნიუ ორლეანის" დამარცხებაში 29-ქულიანი წვლილი შეიტანა და ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელია,  ვისაც კარიერაში 30 ათას ქულაზე მეტი დაუგროვდა! აქამდე ეს რეკორდი ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს ეკუთვნოდა, რომელმაც 30-ათასიან ზღვარს იმ დროს გადააბიჯა, როცა ამჟამინდელ რეკორდსმენ ბრაიანტზე ერთი წლითა და 75 დღით იყო უფროსი. ბრაიანტის გარდა, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში 30 000-ქულიანი ზღვარი კიდევ ოთხ ლეგენდარულ მოთამაშეს აქვს გადალახული: ქარიმ აბდულ-ჯაბარს (38 387), კარლ მელოუნს (36 928), მაიკლ ჯორდანს (32 292) და უილტ ჩემბერლენს (31 419). ასე რომ, თუ რეკორდის გაუმჯობესებაც სურს, კობი ბრაიანტს კარიერის დასრულებამდე კიდევ 8 400 ქულის მოპოვება სჭირდება.