ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - კვირის პალიტრა

ვინ იქნება ახალი კაპიტანი?

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ახალ სეზონს 2 თებერვლიდან იწყებს. სწორედ ამ დღეს აიღებს სტარტს ევროპის "ერთა თასის" გათამაშება, რომელიც, იმავდროულად, 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირიც არის და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია. თებერვლის მეორე დღეს ჩვენი გუნდი ტურნირის დებიუტანტ ბელგიას სტუმრად ეთამაშება, ერთი კვირის შემდეგ კი თბილისში პორტუგალიას დაუხვდება. მილტონ ჰეიგმა უკვე დაასახელა ის 29 მორაგბე, ვისაც 27 იანვრიდან საფრანგეთში, კანში მოწყობილ შეკრებაზე იახლებს. აღსანიშნავია, რომ გამოძახებულთა შორის არ არის ნაკრების კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე.

გამოძახებულთა სრული სია კი ასეთია: დავით ზირაქაშვილი, დავით ქუბრიაშვილი, დავით ხინჩეგაშვილი, ვასილ კაკოვინი, მიხეილ ნარიაშვილი, რევაზ ბელქანია, შალვა მამუკაშვილი, გიორგი ჩხაიძე, ვახტანგ მაისურაძე, კონსტანტინე მიქაუტაძე, ლაშა ლომიძე, მამუკა გორგოძე, ვიქტორ კოლელიშვილი, დიმიტრი ბასილაია, შალვა სუთიაშვილი, ბექა ბიწაძე, გიორგი ბეგაძე, ვაჟა ხუციშვილი, მერაბ კვირიკაშვილი, ლაშა ხმალაძე, მერაბ შარიქაძე, დავით კაჭარავა, თედო ზიბზიბაძე, ირაკლი მაჩხანელი, ალექსანდრე თოდუა, თამაზ მჭედლიძე, გიორგი ფრუიძე, ბექა წიკლაური, ირაკლი ყიასაშვილი.