"რეალს" "ბარსელონას" 18 წლის ტალანტის გადაბირება სურს - კვირის პალიტრა

"რეალს" "ბარსელონას" 18 წლის ტალანტის გადაბირება სურს

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მისი კლუბის დაუძინებელი მტრის "ბარსელონას" ბანაკში 18 წლის ამომავალ ვარსკვლავს, ჟერარდ დეულოფეუს დაადგა თვალი და, როგორც ჩანს, მის გადასაბირებლად ძალ-ღონესა და ფინანსებს არ დაიშურებს.

ვარაუდობენ, რომ პერესის განზრახვას საფუძვლად მხოლოდ საფეხბურთო მოტივი არ უდევს - წელს "სამეფო კლუბის" პრეზიდენტის არჩევნებია და ფლორენტინოს თანამდებობის შესანარჩუნებლად ხმაურიანი და მომგებიანი სვლის გაკეთება სჭირდება.

რას გახდება ამჯერად "რეალის" პრეზიდენტი, ძნელი სათქმელია, ცნობილია, რომ დეულოფეუს "ბარსელონადან" ფეხის გადგმაზე სიტყვის გაგონებაც არ სურს.